среда, 26 сентября 2018 г.

კვლევა



 


 


ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი


მარინა ხარა

[Email]
maiakharauli@gmail.com
მოზარდთა წიგნიერების პრობლემა


 კვლევის ანგარიში



კვლევაში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდი სკოლის ფსიქოლოგს მაკა ჩებიჩაშვილს, ბიბლიოთეკარს ნინო მაისურაძეს, მასწავლებლებს: მზია დადვანს, ჟუჟუნა როსტომაშვილს, ხათუნა ბაღაშვილს, მანანა ტეტუნაშვილს, მანანა მეყანწიშვილს.

     ს ა რ ჩ ე ვ ი






IV.          ლიტერატურის მიმოხილვა................................................5










          დანართები  .....................................................................................................................................................15

შესავალი


    მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს საკითხი საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია.

  ტექნიკის განვითარებამ, ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს არ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვავდება ძველისგან. მაშინ, როცა მშობლები კარგად იცნობენ არამარტო ქართულ, არამედ რუსულ და უცხოურ მწერლობასაც, საპროგრამო მასალის ნახევარზე მეტი კი ზეპირად ახსოვთ, მოზარდებს, უმეტესწილად, „ტომ სოიერის თავგადასავალიც“ კი არა აქვთ წაკითხული, ქრესტომათიული ტექსტებიდან ერთი ციტატაც კი არ იციან.

  წიგნისაგან გაუცხოება ახალგაზრდებს აშკარად დაეტყოთ. მათი ზოგადი განათლების დონე და მეტყველების კულტურა უკიდურესად დაბალია, ლექსიკური მარაგი-ღარიბი, აზროვნება-დაშტამპული. ამდენად, პრობლემა ძალზე სერიოზული და აქტუალურია.



კვლევის შედეგების მოკლე აღწერა


   თანამედროვე ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს. უფროსი თაობა შეშფოთებულია იმის გამო, რომ წიგნის გარეშე, მხოლოდ კომპიუტერით მიღებული ცოდნა ღრმა, საფუძვლიანი არ არის. საკითხის მოსაწესრიგებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, როგორც მშობლების, ისე მასწავლებლებისა და სკოლის მხრივ. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ თუ ოჯახში თავიდანვე მოწესრიგებული და შედგენილია ბავშვისათვის დღის წესრიგი, რომელშიც მნიშვნელოვანი დრო წიგნის კითხვას აქვს დათმობილი, ბავშვში უფრო მეტადაა გაღვივებული კითხვის წყურვილი და ინტერესი. ასევე, თუ მასწავლებელი სისტემატურად ავალებს მოსწავლეებს ასაკისთვის შესაფერისი წიგნის წაკითხვას და ინტერესდება კითხვის პროცესით, მოსწავლე ეჩვევა კითხვას და დამოუკიდებლადაც იწყებს მისთვის საინტერესო ლიტერატურის ძებნა-გაცნობას.

კვლევის მიზნები და ამოცანები


   გაგება-გააზრებასა და ლექსიკურ მარაგს შორის არსებობს მჭიდრო კავშირი. ბავშვები, რომლებმაც მეტი სიტყვა იციან უკეთ იგებენ ტექსტებს. ტექსტის გასაგებად მკითხველმა მასში გამოყენებული სიტყვები უნდა გაიგოს. თუ ცალკეული სიტყვები გაუგებარია, მთლიანი ტექსტიც გაუგებარი დარჩება. მწირი ლექსიკური მარაგის გამო მოსწავლეებს უჭირთ აბზაცების ლოგიკური მსჯელობით ურთიერთდაკავშირება და გამთლიანება. სწორედ ეს განაპირობებს საერთო ტექსტის გაგება-გააზრებას და ამიტომ არის საჭირო, რომ ბავშვებმა უწყვეტად გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი ახალი სიტყვებით.

 ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე  წინამდებარე კვლევით მსურს  გავარკვიო აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები როგორც კლასში, ისე სკოლის გარეთ და ჩემი მიზანია დავადგინო, რამდენად დაეხმარება მასწავლებელს, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემის, მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონის დაძლევაში, ამ სირთულეების განმაპირობებელი ფაქტორების მოსაგვარებლად შემუშავებული სწორი სტრატეგიები, მეთოდები და მიდგომები.

        





ლიტერატურის მიმოხილვა

წიგნთან გაუცხოება ახალგაზრდებს აშკარად დაეტყოთ. მათი ზოგადი განათლების დონე და მეტყველების კულტურა უკიდურესად დაბალია, ლექსიკური მარაგი- ღარიბი, აქედან გამომდინარე ამ საკითხით ინტერესდებიან ფსიქოლოგები, შესაბამისი სამსახურები განათლების მიმართულებით, არსებობს უამრავი კვლევა როგორც ქართველთა, ასევე უცხოელთა მხრიდან ჩატარებული... კვლევის შედეგებიც არაერთგვაროვანია. პრობლემას ზოგი ეკონომიკურ სიდუხჭირეში ხედავს, ზოგი არასწორ საგანმანათლებლო პოლიტიკაში, ზოგიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ „ქემონიქსის“ მიერ შემუშავებული პრობლემის მოგვარების გზები, მიმაჩნია, რომ ნამდვილად შედეგიანია, ვინაიდან ბავშვში წიგნიერების უნარ-ჩვევების  განვითარება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს. ამ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მეთოდოლოგიური კრებულები კარგ მეთოდურ  დახმარებას უწევს მასწავლებლებს.

         

         

         

         


კვლევის მეთოდოლოგია


რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების ინსტრუმენტები და მეთოდოლოგია


უმეტესწილად თვისობრივი მეთოდების გამოყენებით ვადგენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, ვახორციელებ ინტერვენციას, ჩარევას და ვადგენ პედაგოგიური ჩარევის შედეგს.

გარკვეულწილად ვიყენებ რაოდენობრივ მეთოდებსაც წინასწარ დადგენილი სტატისტიკის მიხედვით, ვაჩვენებ ცვლილებებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.

ყოველივე ეს მჭირდება იმისათვის, რათა მივიღო ქმედითი ზომები და პოზიტიური გავლენა მოვახდინო გამოკვლეულ კონკრეტულ სასკოლო გარემოში საგანმანათლებლო ცვლილებებზე.





რაოდენობრივი: კითხვარის შემუშავება და დიზაინი


წინასწარ მომზადებული სახელობითი კითხვარი მოსწავლეებისთვის მეხმარება დავადგინო რა არის მათი საყვარელი საქმიანობა თავისუფალ დროს, კითხულობს თუ არა მხატვრულ ლიტერატურა, მის ოჯახში კითხულობენ თუ არა, აქვთ თუ არა სახლში წიგნები, სარგებლობენ თუ არა სკოლის ბიბლიოთეკით..... (დანართი N 1)

მოსწავლე:

გამოკითხული-18
აქვს წიგნები-12
კითხულობს კომპიუტერში-3



აქვს თავისუფალი დრო-18
სარგებლობს ბიბლიოთეკით-1
აქვს რომელიმე წიგნის წაკითხვის სურვილი-2
უყვარს კითხვა-5
თხოულობს მეგობრისგან-2

უყვარს ფილმის ყურება-16

 


 


 


 


 


 


ღია ანკეტები მშობლებისთვის მაძლევს საშუალებას დიდი მოცულობის მონაცემთა შეგროვებისას, პასუხი შესაძლებელია არასაკმარისი და დაუსრულებელი იყოს, მაგრამ ანკეტა ჩემთვის საჭირო ინფორმაციას მომაწვდის.


მშობლები:

 მონაწილე 18
ასაკი 35 – 45
ბოლო ერთ წელიწაში წიგნი შეიძინა -12
უმაღლესი განათლება-7
აქვს სრულყოფილი ბიბლიოთეკა-11

უყვარს კითხვა -15

სამიზნე ჯგუფების დადგენა და კვლევის ადგილის შერჩევა


სამიზნე ფოკუს-ჯგუფები  მე-9 კლასის მოსწავლეები არიან.


მკითხველი-3
საშუალო მკითხველი -5
არ კითხულობს 10

კვლევის მეთოდები:


დაკვირვება
დიალოგი
ანკეტირება
ინტერვიუ
ფოკუს-ჯგუფები

კითხვარი

კვლევაში მონაწილეობს


მოსწავლეები
მასწავლებლები
ფსიქოლოგო
მშობლები
ბიბლიოთეკარი

კლასის ხელმძღვანელი

კვლევა მიმდინარეობს კლასში, გაკვეთილზე, კლასის გარეთ.


კვლევის დღიურის ჩანაწერები

საკუთარი ვარაუდები და იდეები
ინტერვიუები
გეგმები
მონაცემთა ანალიზი და დაკვირვების შედეგები





გამოკითხვა(მასალის შეგროვება) და ანალიზი


 კლასის ხელმძღვანელის მიერ შევსებული კითხვარი(ინტერვენციამდე)


 


შეინიშნება თუ არა მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება
კითხულობენ თუ არა დასვენებაზე
თუ სთხოვა წიგნი ვინმემ თქვენი თანდასწრებით სხვას
დასვენებებზე შეგინიშნავს თუ რა რომელიმე გმირზე, ან ეპიზოდზე საუბრობდნენ მოსწავლეები
თუ გთხოვათ წიგნი ვინმემ თქვენ
თუ გამოხატა თქვენი თანდასწრებით შთაბეჭდილება წაკითხულ წიგნზე ვინმემ კლასში?

 


 


 


 


 


 


 


 


 


სარგებლობენ თუ არა ბიბლიოთეკით აღნიშნული კლასის მოსწავლეები?


იშვიათად
მუდმივად
მასალის მოძიებისთვის
ხშირად
მხოლოდ მასწავლებლის დავალებით
სასურველ ლიტერატურას ვერ ვთავაზობ

მასალის შეგროვების შედეგად 5 ბალიანი სისტემით ფასდება მოსწავლე:


1
2
3
4
5
კითხვა უყვარს
შინ ბიბლიოთეკა აქვს
სკოლის ბიბლიოთეკით სარგებლობს
მშობელი კითხულობს
თავისუფალი დრო აქვს
კითხვის სურვილი აქვს

რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსწავლეებში კითხვის მოტივაცია მეტად დაბალია.


თვისობრივი: კვლევის სამიზნე ჯგუფები და ინსტრუმენტები


თვისობრივი კვლევის სანიზნე ჯგუფებად შეირჩა რესპოდენტთა სამი კატეგორია. კერძოდ, მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ფსიქოლოგი. თვისობრივი კვლევის დროს ჩართული დაკვირვების საშუალებით ვაწარმოებდი როგორც აღწერით დაკვირვებას, ისე არაფორმალურ გასაუბრებას.

ორი თვის განმავლობაში ვაკვირდები მოსწავლეების საუბრის მანერას, ლექსიკური მარაგის გამოყენებას, რამდენი მოსწავლე უსმენს მასწავლებელს, ერთი მითითებით რამდენი მოსწავლე იგებს დავალების მოთხოვნას და რამდენი ასრულებს მოთხოვნის ადეკვატურად.

ასევე ტესტების საშუალებით ვაკვირდები გაგება-გააზრების უნარ-ჩვევებს. მონაცემებს ვინიშნავ ჩანაწერთა რვეულში. 

მაქვს დიალოგი ცალკეულ მოსწავლეებთან არაფორმალურ გარემოში, ვუსვამ კითხვებს: გაქვს თუ არა სწავლის პირობები შინ? ხელს ხომ არ გიშლის ძმა, და ან ვინმე სხვა? თუ გინდა რომელიმე წიგნის წაკითხვა იქნებ მე დაგეხმარო არჩევაში, ან მოძიებაში?

ინტერვიუ მასწავლებლებთან:

მზია დადვანი      - როგორ დაახასიათებ  მე-9 კლასს?  -ძირითადად კარგი მოსწავლეები არიან. უმრავლესობა კარგი აკადემიური მოსწრებისაა.

-რამდენად დაინტერესებულნი არიან მშობლები თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრებით?-ძირითადი მათგანი  დაინტერესებულია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ნაკლებად კითხულობენ შვილების ამბავს.

-აისახება თუ არა მშობლების ჩართულობა ბავშვების საერთო (აკადემიურ და დისციპლინურ) მდგომარეობაზე?  - თავისთავად.

-იცი თუ არა რომ კლასში ძალიან ცოტა მკითხველია?  -ვიცი და მიკვირს. კლასის საათებზეც სულ მაგას ვეუბნები იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა -მეთქი.

-რატომ გიკვირს? - ბევრი კარგი ოჯახის შვილია, განათლებული მშობლები ჰყავთ, წიგნებიც ბევრი აქვთ, მაგრამ ალბათ საერთო სენია, კომპიუტერი ურჩევნიათ და თავისუფალ დროს ძირითადად კომპიუტერთან ატარებენ.

ინტერვიუს შემდეგ ჩემმა კოლეგამ საჭიროების შემთხვევაში დახმარება შემომთავაზა და მირჩია მეგობრული მიდგომა მოსწავლეებთან.

გაკვეთილზე ფოკუს-ჯგუფებში მოეწყო დისკუსია თემაზე „წიგნი თუ კომპიუტერი“. დაკვირვების ობიექტი თანაბრად იყო მიმართული სამივე ფოკუს -ჯგუფისადმი.

რა უპირატესობა აქვს წიგნს? რა-კომპიუტერს? არის თუ არა კომპიუტერი წიგნის საშიში მეტოქე? რატომ არ უნდა თქვას ადამიანმა უარი წიგნზე?-დისკუსიაში მონაწილეობა ყველამ აქტიურად მიიღო, ვისაც კითხვა უყვარს, ესენია: ნანა ნადირაძე, ნინო ხმალაძე პასუხებიც საინტერესო ჰქონდათ:

 ნანა-წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა ვიცხოვროთ სხვადასხვა დროში. ნინო: - ვეცნობით სხვადასხვა პერსონაჟებს, მათ მოქმედებებს, ხან მოგვწონს, ხანაც ვუბრაზდებით.

საბა- კომპიუტერს ის უპირატესონა აქვს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას მოკლე დროში მოიპოვებ, თან კარგად ერთობი თამაშებით.

ელვინი- მეტოქეა, ვიღას უნდა წიგნი. ანა-მარია - როგორ არ უნდათ 50 წიგნი ბევრმა იყიდა. ალიკა- ტყუილად იყიდეს, არ კითხულობენ. ლიკა- დედაჩემმაც იყიდა, სულ უინტერესო რამეებია და იმიტომ არ ვკითხულობ. ლადო- წიგნი მაინც წიგნია.

მოსწავლეები კარგად მსჯელობენ, გაირკვა რომ  უინტერესოა ის, რაც არ მოსწონთ, ან ვერ იგებენ. საჭიროა მათთვის გასაგები და საინტერესო ლიტერატურის შეთავაზება.

სკოლის ფსიქოლოგის რჩევა: დამაჯერებლად უნდა განუმარტო მოსწავლეებს რაოდენ მძიმე შედეგები მოაქვს კომპიუტერთან ხანგრძლივ ჯდომას, ხშირად დრო ისე ეპარებათ, რაც იწვევს მხედველობის პრობლემებს, ძილის რეჟიმის დარღვევას და უარყოფითი ემოციებით გადატვირთვას. ასევე უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ ამოავსებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თვისობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას სკოლის ბიბლიოთეკაში საინტერესო ლიტერატურის არსებობის შესახებ. მათ ჰგონიათ, რომ იქ მხოლოდ ძველი წიგნებია, ან იმდენად რთული და უინტერესო, არ მოეწონებათ.

ფოკუს-ჯგუფებში გამოიკვეთა მათთვის საინტერესო ჟანრები: სათავგადასავლო, დეტექტივი, რომანი, ფანტასტიკა.



 



გამოკითხვა და მიღებული მასალების ანალიზი


  მოზარდთა ცხოვრებაში კომპიუტერის დიდი როლის უარყოფა შეუძლებელია. თანამედროვე ახალგაზრდების ყოველდღიურობაში იგი მყარად დამკვიდრდა. წარმოუდგენელია, მოსწავლეს ცოდნის შეძენა სურდეს და კომპიუტერის გამოყენება არ შეეძლოს. იგი ადამიანს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოიძიოს სასურველი მასალა, დაუყოვნებლივ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, შექმნას პერსონალური ვებ-გვერდი, იმოგზაუროს განუსაზღვრელ დროსა და სივრცეში, დედამიწის გარშემო და მის ფარგლებს გარეთ, წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

  მართლაც,  კომპიუტერი უწიგნოდ გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ამოავსებს. წიგნით შეძენილი ცოდნა ღრმაა და საფუძვლიანი, მისით მიღებული შთაბეჭდილება წარუშლელი, დაუვიწყარი, მასში ჩაქსოვილი სიბრძნე-დამაფიქრებელი, გულისხმისმყოფელი, მისი მხატვრული სამყაროს წვდომა-ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი, ამაღელვებელი.

ვფიქრობ, კარგ შედეგებს გამოიღებს საკლასო და სასკოლო  ღონისძიებების  მოწყობა,რაც წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს; ძველი ახალი თაობის შეჯიბრება საპროგრამო მასალის ცოდნაში... მსგავსი ღონისძიებები გააღვივებს ჯანსაღი შეჯახებების სურვილს, საკუთარ შესაძლებლობათა რეზერვების წყურვილსა და ინტერესს. ასევე ხშირი უკუკავშირი და წაკითხულზე გამოხმაურება მასტიმულირებელი იქნება. კათედრის წევრებთან ერთად შევარჩიე ლიტერატურა, რომელთაც რეკომენდაციას გავუწევდი და შევთავაზებდი მოსწავლეებს.

თებერვლიდან მაისის ჩათვლით  მე- 9 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს:



მოსწავლე
წაიკითხა
უნდა წაკითხვა
ჯესიკა მეითიევა
ტომსოიერის თავგადასავალი
ჰარი პოტერი
ანა ცისკაძე
რობიზონ კრუზო
საიდუმლო კუნძული
დიდი სახლის პატარა დიასახლისი
აისელი
ჰარი პოტერი
ბიძია თომას ქოხი
ნინო ხმალაძე
საიდუმლო ოთახი
პოლი და ვირჟინი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
მადონა
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ჟიულ ვერნის რომელიმე
ნანა ნადირაძე
80000 კმ. წყალქვეშ
ო’ ჰენრის მოთხრობები
ლიკა გულისაშვილი
დედა, მამა, საბავშვო მანქანა და
ლაშარელა
გიორგი შათირიშვილი
მარკ ტვენი
ჰეკლრბენ ფინის თავგად.
საბა ცუცქირიძე
ყაჩაღის ასული რონია
კარლსონი
თხუთმეტი წლის კაპიტანი
ელვინი
მარეკ ჰეგუსის თავგადსავალი
80000 კმ. წყალქვეშ
გვანცა გოგალაძე
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ტარტარენ ტარასკონელი
ანა-მარია
კუკარაჩა, ბინდი
ოკეანეში დაკარგულები
ლიკა ელიაშვილი
დავით კოპერფილდი
მონტე კრისტო
ლადო თურმანიძე
თხუთმეტი წლის კაპიტანი, ბიძია თომას ქოხი
შერლოკ ჰოლმსი
მარი ცაბაძე
ჯეინ ეარი
ბინდი



სამმა მოსწავლემ ამ დროში ვერ წაიკითხა. (დანართი N2)

ამ კლასში ჩავატარე სასკოლო ღონისძიება „პოეზიის კალენდარი“ . მოვიწვიეთ დირექცია, მოსწავლეები, მშობლები, დაბის მოსახლეობა, მათ შორის რამდენიმემ საკუთარი ლექსიც წაიკითხა, ხოლო მოსწავლეები კითხულობდნენ სხვადასხვა დროს შექმნილ ცნობილ და მათთვის საყვარელ ლექსებს მუსიკის ფონზე.


კვლევის შედეგები


თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები სწავლებისა და სწავლის პროცესისადმი მასწავლებლისგან მოითხოვს მუდმივ თვითგანვითარებას, რაშიც მას ეხმარება არა მარტო  თავის თავზე მუშაობა, არამედ კოლეგებთან ერთად სასწავლო პრაქტიკის გაანალიზება, კვლევა. საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება გვეხმარება მოსწავლეებს შევუქმნათ შესაფერისი პირობები, რათა ყველა მათგანმა შესძლოს სწავლა. უფროსებს შორის თანამშრომლობით ნამდვილად შეიძლება უკეთესი სოციალური გარემოს შექმნა, ამასთანავე, სასწავლო ინოვაციები მით უფრო ეფექტური იქნება, რაც უფრო ერთობლივად ნაფიქრი და გაანალიზებულია ისინი. 

   მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედებითი, ასეთი მიდგომა სწავლების პროცესს საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის, იზრდება მოსწავლეთა ჩართულობაც. ვიკვლევდი წიგნიერების პრობლემებს და იმას, თუ რამდენად დაეხმარება მასწავლებელს, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემის, მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონის დაძლევაში, ამ სირთულეების განმაპირობებელი ფაქტორების მოსაგვარებლად შემუშავებული სწორი სტრატეგიები, მეთოდები და მიდგომები.

პრობლემის მოსაგვარებლად შევიმუშავე მეთოდები, აქტივობები, რესურსები და ხერხები მწირი ლექსიკური მარაგის, გაგება-გააზრებისა და წერის უნარ-ჩვევების პრობლემების აღმოსაფხვრელად. მინდოდა მოსწავლეებში წიგნის სიყვარული ჩამენერგა, რაც თავისთავად მოაგვარებდა ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს.



კვლევის ზოგადი დასკვნები


მოქმედების სრტეტეგიები და  ინტერვენციები, კათედრასთან, ბიბლიოთეკართან, მშობლებთან, ფსიქოლოგთან თანამშრომლობა დამეხმარა იმაში, მიმეღო ქმედითი ზომები, რათა  პოზიტიური გავლენა მომეხდინა მოსწავლეებზე, კერძოდ, შევძელი სასკოლო და საგაკვეთილო გარემოში საგანმანათლებლო ცვლილებების მოხდენა. კლასში აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება, საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესება. კლასის ხელმძღვანელიც აღნიშნავს, რომ კლასში წიგნიერების დონე საგრძნობლად ამაღლდა. მოსწავლეების დიდი ნაწილი კარგი მკითხველია.


ჩემს მიერ შემუშავებულ პრაქტიკას ვიყენებ სხვა კლსებშიც და ვუზიარებ ჩემს კოლეგებს.

დანართი N1

                                                          კითხვარი

კლასი --------------

სახელი  გვარი  ----------------------------

რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?--------------------

გაქვთ თუ არა თავისუფალი დრო?--------------------

ძირითადად რითი ხართ დაკავებული?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გაქვს კომპიუერი?-------------------

საშუალოდ რა დროს ატარებ კომპიუტერთან?----------------

უფრო მეტად რაში მოიხმარ კომპიუტერს?------------------------------

კითხულობ თუ არა მხატვრულ ლიტერატურას? ------------------

ჯურნალ-გაზეთებს, პრესას? ----------------

შენს ოჯახში უყვართ კითხვა? ( ვის?) ------------

გაქვს თუ არა სახლში წიგნები?------------

დაახლოებით რამდენი?------------------

ბოლოს როდის შეიძინეთ  წიგნი?-------------

ჟურნალი, ან გაზეთი?----------

რა განიჭებს მეტ სიმშვიდეს, სიამოვნებას:

O  კითხვა,      O ტელევიზორის ყურება,      O კომპიუტერი?

გაქვს თუ არა რომელიმე წიგნის წაკითხვის სურვილი?----------

---------------------------------------------------------------

გისარგებლიათ თუ არა სკოლის ბიბლიოთეკით?

O ხშირად.            O იშვიათად.            O არასოდეს.

რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოვებული?------------------

რაზე ოცნებობთ? --------------------------------------------

-------------------------------------------------------------------

კითხვარი N2

                                                                                               კლასი--------------------------

                                                                                        სახელი გვარი----------------------------------

                                                                შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება წიგნის         

                                                                კითხვასთან მიმართებაში?-----------------

თუ შეიცვალა, როგორ?     ---------------------------------------

რომელი წიგნები წაიკითხე  პირველი თებერვლიდან დღემდე?  (ვადები)  ----------

------------------------------------------------------              -----------------------------------------------

------------------------------------------------------              ------------------------------------------------

ისარგებლე სკოლის ბიბლიოეკით?--------------------------

რომელმა ჟანრმა გაგიტაცა უფრო მეტად?---------------------

ვინ არის თქვენი საყვარელი ავტორი?-------------------------

 გმირი?------------------------------

გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი?------------------------

საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ?----------------------------

            რომელი წიგნის ავტორი იქნებოდით?--------------------------------

რჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?---------------------------------

რომელ წიგნს მიიჩნევ აუცილებლად წასაკითხ წიგნად?------------------------------------

თავად რისი წაკითხვა გსურს?-------------------------------

ათი წიგნის ყიდვის შესაძლებლობის შებთხვევაში, რომელ წიგნებს შეიძენდი?

------------                                                     -------------------

-------------                                                                -----------------------

--------------                                                                  -------------------------



 
თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?----------------------

მარინე ხარაული  2017 წელი