ჩემ შესახებ




ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი


სახელი, გვარი                         მარინე ხარაული

დაბადების თარიღი                     19.05.1973                   
                           
მისამართი .                                 ქარელის რაიონი. დაბა   აგარა. მგალობლიშვილის . #7

tel:                                   599431101
Email:                                              maiakharauli@gmail.com

განათლება                     უმაღლესი
                         
სასწავლებელი,                             ცხინვალის  სახელმწიფო  პედაგოგიური                
ფაკულტეტი.                                 ინსტიტუტი.  (1992–1997 წწ.)
                                                ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი

სპეციალობა                  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი                

სამუშაო გამოცდილება               საგანმანათლებლო  სფერო  1997  წლიდან -დღემდე
                                               (მუშაობის 18 წლიანი გამოცდილებით)
                                                
                                                14 წელი ქართული ენისა და ლიტერატურის,
                                                ტოლერანტობის, სამოქალაქო განათლების
                                                მასწავლებელი.   2006 წლიდან
                                                ლიტერატურული კლუბ ,,კალამის” ხელმძღვანელი.
                                                (საგანმანათლებლო კონკურსებში მრავსლგზის
                                                გამარჯვებული:
                                                გრან–პრით და პირველი ადგილით დაჯილდოვებული)
                                                 3 წელი რაიონული სასკოლო ქსელის კოორდინატორი.
                                                 ამეურვეო საბჭოს წევრი,
                                                 ქარული ენისა და ლიტერატურის კათედრის
                                                 ხელმძღვანელი.
                                                2014 წელი- ავიღე სკოლის დირექტორის სერტიფიკატი


           ტრენინგები
და სერტიფიკატები           
·         ,,ახალი საგანმანათლებლო მიდგომები სასწავლო პროცესში”
·         ,,გაკვეთილების დაგეგმვა სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით”
·         ,,სილაბუსი და ეროვნული სასწავლო გეგმა”
·         ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონე ბავშვთა                          სწავლების სტრატეგიები ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით”
·         ,,სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ არჩეული აქტივობების  ეფექტურად განხორციელების სტრატეგიები”
·         როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე”
·         „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ 2012
·         ენის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების     ინტეგრირებული სწავლება.                                           ნორვეგიის ლტოლვილთა                     
·         საბჭოს მერ გაცემული  სერტიფიკატი.                                       
·         სერტიფიკატი–ინფორმაციულ–საკომუნიკაციო                        
                                                 ტექნილოგიების  გამოყენე 2012წ.
·         ტოლერანტობა–საგანმანათლებლო აღმზრდელობითი        პროგრამა–სერტიფიკატი 2009წ. (პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტი)                                   
                       
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული   ცენტრის მიერ (2010წ.) გაცენული სერტიფიკატი (0001080) (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია)
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული   ცენტრის მიერ (2012წ.) გაცემული სერტიფიკატი (00010898) (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია I-VIკლ)

·         ,,გრძელვადიანი  სასწავლო კურსი სამოქალაქო განათლებაში“    2013        
·         ვირტუალური საკლასო ოთახი edmodo 2013წ.                                    
·         ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება "ანიმოტოს" გამოყენებით
·         პროექტებით სწავლება - Intel. 2014

·         ეროვნული კონფერენციის ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში’’ 2013 წელი(სერტიფიკატი)

·         ეროვნული კონფერენციის ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში’’ 2014 წელი(სერტიფიკატი)
·         მასწავლებელა პროფესიული განვითარები ჯგუფის წევრი 2013 წლიდან

·         საჯარო სკოლის დირექტორობის  უფლების მოპოვების სერტიფიკატი 2014 წელი


კომპუტერული                                საოფისე   პროგრამები  Windows XP,Microsoft Office Word,
უნარ–ჩვევები                                                               Microsoft Office Excel, Microsoft Office     PowerPoint, Microsoft Office Outlook ...


უნარ –ჩვევები:         კომუნიკაბელური;
                                     პასუხისმგებლობიანი;
                                      მოწესრიგებული.

                                                                                     


თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები სწავლებისა და სწავლის პროცესისადმი მასწავლებლისგან მოითხოვს მუდმივ თვითგანვითარებას, რაშიც მას ეხმარება არა მარტო  თავის თავზე მუშაობა, არამედ კოლეგებთან ერთად სასწავლო პრაქტიკის გაანალიზება, კვლევა. საკიხისადმი ამგვარი დამოკიდებულება გვეხმარება მოსწავლეებს შევუქმნათ შესაფერისი პირობები, რათა ყველა მათგანმა შესძლოს სწავლა. უფროსებს შორის თანამშრომლობით ნამდვილად შეიძლება უკეთესი სოციალური გარემოს შექმნა, ამასთანავე, სასწავლო ინოვაციები მით უფრო ეფექტური იქნება, რაც უფრო ერთობლივად ნაფიქრი და გაანალიზებულია ისინი. 
   მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედებითი, ასეთი მიდგომა სწავლების პროცესს საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის, იზრდება მოსწავლეთა ჩართულობაც, მით უფრო თუ პროცესი იქნება ინტეგრირებულ სწავლაზე დაფუძნებული, ინოვაციური სწავლების დროს ისტ-ის გამოყენებას უმთავრესი და გადამწყვეტი როლი ენიჭება. დღეს ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება კომპიუტერის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გარეშე. სასწავლო პროცესი საზოგადოებრივი განვითარების პროცესისგან მოწყვეტით არ განიხილება. აქედან გამომდინარეობს, რომ ის, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, დღის წესრიგში დგას განათლების სისტემაშიც. სწორედ ამიტომაა სასურველი ნებისმიერი დისციპლინის სწავლება მიმდინარეობდეს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებითა და გამოყენებით. ამიტომ ჩემს გაკვეთილებზე სისტემატურად  ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც ცოდნის კონსტრუირების, კოლაბორაციისა და კლასგარეშე სწავლის მხარდასაჭერად, ისე საგნობრივი ცოდნის ტრანსფერის ცხოვრებაში გამოსაყენებლად, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს ცოდნის კონსტრუირებაში, ზრდის მათ მოტივაციას, სწავლა და სწავლება ხდება უფრო სახალისო და მრავალფეროვანი-სწორედ ამგვარი მოთხოვნების წინაშე დადგა მასწავლებელი თითოეული მოსწავლის წარმატების უზრუნველსაყოფად.
     საგანმანათლებლო სისტემის ინიციატივებსა და გამოწვევებს მრავალმა მასწავლებელმა აქტიურად დაუჭირა მხარი, მათ შორის მეც- 2010 წელს გავხდი სერთიფიცირებული, 2011 წელს ჩავერთე პროფესიული განვითარების სქემაში. მოსწავლეების, ჩემი საჭიროებებისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით შევიმუშავე პროფესიული განვითარების გეგმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სწავლისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსიის კითხვარი

რა ტიპის საჭიროებები გამოიკვეთა თქვენი პროფესიული საქმიანობის თვითშეფასებისას?
ესგ-ს ან მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მუხლი
თქვენი პროფესიული საჭიროებებიდან გამომდინარე რა ტიპის აქტივობები აირჩიეთ?
როგორ გამოიყენეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
1.სწავლების ეფექტური სტრატეგიების დაუფლება და პრაქტიკაში გადატანა, სასწავლო პროცესში დანერგვა.
ესგ : მუხლი 32. 
2. განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას.
მასწ.პრ.სტანდარტი მუხლი4.
 ბ) მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად;




ა)გავიარე სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგები.
ბ) მოვიძიე დამატებითი ლიტერატურა.


ა) თანამედროვე მეთოდებითა და სტრატეგიებით დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილები;
ბ) გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს.
გ) მონაწილეობა მივიღე I და II ეროვნულ კონფერენციებში მომხსენებლად.
2. როგორ ვიმუშაო პედაგოგოურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე
ესგ. მუხლი 34. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა
მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა.
მასწ.პრ.სტანდარტი . მუხლი 6.
 მოტივაცია და კომუნიკაცია
მასწავლებელმა იცის მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელმა:
ა) იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში;
ბ) იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებული დამოკიდებულება;

ა)მოვისმინე 16 საათიანი ტრენინგ-მოდული „. როგორ ვიმუშაო პედაგოგოურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე“

ა)2012-14 წლებში
ვიმუშავე საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებულ კვლევაზე -„მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონე“
შევიმუშავე რეკომენდაციები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის.
ბ)განვახორციელე 8 საგანმანათლებლო პროექტი და 3 პროექტგაკვეთილი
გ) მონაწილეობა მივიღე პროექტების კონკურსზე


3.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობა 
ესგ-მუხლი 26. ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
მასწ.პრ.სტანდარტი . მუხლი 5.
ბ) მასწავლებელი იცნობს ინკლუზიური განათლების, ასევე მულტიკულტურულ და მულტილინგვურ მიდგომებსა და პრინციპებს და იყენებდეს მას საკუთარი პრაქტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში;



ა)გავიარე ტრენინგი
ბ)მოვისმინე კონფერენცია-სემინარი მასწ. სახლში „ისინი ჩვენს გვერდით არიან“

ა) ვადგენ ინდ. გეგმებს ორი მოსწავლისათვის.
ბ)ვიყენებ მრავალმხრივ სტრატეგიებს მათთან მუშაობისას;
გ)გამოცდილების გაზიარების მიზნით
(კოლეგების თხოვნით) ჩავატარე კონფერენცია-სემინარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
4.სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
მასწ.პრ.სტანდარტი მუხლი 10. კოლეგებთან ურთიერთობა
მასწავლებელმა იცის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმები. ამ მიზნით:
დ) მასწავლებელი ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში;

ა)სკოლის ბაზაზე მასწ. პროფ. განვითარების ჯგუფის წევრობა.

ბ)ტრენინგები და კონსულტატთან თანამშრომლობა.
გ)მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის დანერგვა
დ)სხვადასხვა დავალების შესრულება პროეტის ფარგლებში.
ე)ბაზალეთის კონფერენციაზე მომხსენებლად მონაწილეობა.
ა)მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის ერთობლივად დავგეგმეთ სასკოლო პროექტები.
ბ)ვიმუშავეთ კვლევაზე „რატომ არიდებენ მასწავლებლები თავს გაკვეთილზე ურთიერთდასწრებას“ -გამოვკვეთეთ პრობლემა და შევიმუშავეთ რეკომენდაციები.
გ)მოვისმინეთ ერთმანეთის გაკვეთილები და მივეცით ერთმანეთს მეგობრული რჩევები.
გ) გავაბით „ქსელური“ მუშაობა ქარელის II საჯარო სკოლასთან.







5.სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა
ესგ-მუხლი  33.  გაღრმავებული სწავლება
მყარი და დინამიური ცოდნის მისაცემად სკოლამ უნდა უზრუნველყოს  გაღრმავებული სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვას, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენას და საერთო ასპექტების დამუშავებას.
მასწ.პრ.სტანდარტი  მუხლი 7. სასწავლო პროცესი
გ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაამყაროს საგანთა შორის კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების და პროგრამების დონეზე;
დ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაგეგმოს სწავლება კოლეგებთან ერთად;



ა)ინტეგრირებული გაკვეთილების კოლეგებთან ერთად დაგეგმვა და ჩატარება.
ბ)გაკვეთილის რეფლექსია
ა)ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილები სხვადასხვა კლასებში.
ბ)მათ შორის სამი საჩვენებელი.
გ)მოხდა გაკვეთილების შეფასება კოლეგების მხრიდან.
დ)ვეხმარები კოლეგებს ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვაში.
ე) წარვადგინე ინტეგრირებული გაკვეთილი ეროვნულ კონფერენციაზე
6.  ისტ-ტექნოლოგიებისა და სხვა ინტელექტუალური საშუალებების  ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში;
ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა.
ესგ. მუხლი 8.1
1.    სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება  როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.
მასწ.პრ.სტანდარტი . მუხლი 5.

ნ) მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;

ა)გავიარე ტრენინგები:
1„ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
2.ისტ-ის I და II დონე
3.ანიმოტო;
4.ედმოდო;
5.ინტელი.
ბ) დავრეგისტრირდი (Microsoft partners in learning)მასწავლებელთა საერთაშორისო პორტალზე
ა)ჩავატარე ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები.
ბ) შევქმენი ელექტრონული სასწავლო რესურსები.
გ)მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო პროექტში
„პარტნიორები განათლებაში-საქართველოს ფორუმი 2013“
7.პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
მასწ.პრ.სტანდარტი  მუხლი 10. ბ) მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად;
მასწ.პრ.სტანდარტი  მუხლი 11. გ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გასავითარებლად;

საგანმანათლებლო კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობის მიღება
1.მონაწილეობა ეროვნულ კონფერენციაში „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკაზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“(ჩაქვი 2013)
2..მონაწილეობა მეორე ეროვნულ კონფერენციაში „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკაზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“2014წ
3.დაბა აგარის საჯარო სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების  ჯგუფის
მუშაობა. (ბაზალეთი 2013)
განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა დირექტორების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, გამოიწვია ჩემი ინტერესი
მასწ.პრ.სტანდარტი         
მუხლი 12. სამართლებრივი აქტების ცოდნა
მასწავლებელი იცნობს პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ბაზას. ამ მიზნით:
ა) მასწავლებელი იცნობს და ხელმძღვანელობს პედაგოგიური საქმიანობის შესახებ არსებული ძირითადი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით;

გავედი გამოცდაზე საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოსაპოვებლად
ჩავაბარე გამოცდა, გავიარე გასაუბრება, მაქვს სკოლის დირექტორობის უფლების დამადასრურებელი სერტიფიკატი
  








რა შეიცვალა თქვენს პედაგოგიურ პარქტიკაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად?

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყველა პირობას უქმნის მასწავლებელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სქემაში ჩართვის შემდეგ  ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ბევრი რამ შეიცვალა.  შემიძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით.  შემიძლია კრიტიკულად შეაფასო საკუთარი სამუშაო გამოცდილება და იზრუნო მის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. მართალია, ჩვენს სკოლაში მუდამ იყო თანამშრომლობის კულტურა, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ თითოეული ჩვენგანი მხოლიდ ინდივიდუალურ ზრდაზე აღარაა ორიენტირებული.
განსაკუთრებით სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროექტმა უფრო ნაყოფიერი გახადა ჩვენი თანამშრომლობა - ჩვენთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს:
·         ურთიერთდასწრება,
·         ხარვეზებზე ღიად და თამამად საუბარი,
·         მეგობრული რჩევები და განმავითარებელი კომენტარები,
·         დახმარების შეთვაზება და დახმარების თხოვნა კოლეგისათვის,
·         სხვა სკოლის მასწავლებლების გამოცდილების გაზიარება,
·         თანამშრომლობა სხვა სკოლის მასწავლებლებთან,
·         პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებიდან გამომდინარე სხვადასხვა მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენება სასაწავლო პროცესში,
·         პედაგოგიური კვლევის ჩატარება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი გარემოს შექმნა საბოლოო შედეგის მისაღწევად,
·         სასწავლო პროცესის ორგანიზება (თემატური სასწავლო პროგრამები, გაკვეთილისს გეგმები, შეფასების რუბრიკები),
·         საკუთარი საქმიანობის შეფასება,
·         ერთმანეთის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა,
·         სკოლის პრიორიტეტების ერთობლივი შეფასება და მის შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის განხორციელება.
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანა, ჩვენს სკოლაში პედაგოგებს შორის ნდობის ხარისხი გაიზარდა. ნათელია, რომ სკოლის საერთო წარმატებისათვის საჭიროა  ვიზრუნოთ გუნდურ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.






დაბა აგარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მარინა ხარაული

18.09.2015წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий